1. პროექტის სასახელწოდება: გავუფრთხილდეთ გარემოს
2. პროექტის მთავარი იდეა თემა 1-2 წინადადებით: ეკოლოგიური პრობლემის შესწავლა, ბლოგის შექმნა და ელექტრონული მასალების ბლოგზე განთავსება.
3. პროექტის აქტუალობა: ეკოლოგიური პრობლემები XXI ს-ის მეტად მტკივნეული საკითხია. აღნიშნული პროექტის განხორციელებით შეძენილი ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ მოიძიონ ალტერნატიული გზები არსებული პრობლემის გადასაჭრელად. ისწავლიან ბლოგის შექმნას და ბლოგზე მასალების განთავსებას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოახდენენ ეკოლოგიური სახის საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციას, შექმნიან საპრეზენტაციო დოკუმენტებს, დარეგისტრირდებიან ბლოგზე, შეისწავლიან ბლოგზე ინფორმაციის ჩაწერას და ტექსტის რედაქტირებას. განათავსებენ შეჯერებულ ინფორმაციებს. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. გაეცნობიან როგორ გავლენას ახდენს ეკოლოგიური მდგომარეობა ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებაზე.
5. მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას ეკოლოგიური სახის საგანგებო სიტუაციების შესახებ (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, საკვები) და თითოეულ მათგანზე შექმნიან საპრეზენტაციო დოკუმენტებს, შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ შექმნილ ელექტრონულ მასალებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეები წყილებში მუშაობენ და თითოეულ წყვილს ევალება ინტერნეტის მეშვეობით მოიძიონ ინფორმაცია თითოეული ეკოლოგიური სახის საგანგებო სიტუაციების შესახებ. მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების შემდეგ იმსჯელებენ და მოახდენენ მოძიებული ინფორმაციის შეჯერებას. შემდეგ თითოეული წყვილი შექმნის საპრეზენტაციო დოკუმენტს. შექმნიან პროექტის ანგარიშს და მოახდენენ შექმნილი ინფორმაციის ბლოგზე განთავსებას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1. ისტ-ი:
ის.ტექნ.V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის.ტექნ.VI.3 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
1. ისტ-ი:
ის.ტექნ.V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის.ტექნ.VI.3 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
2. სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება:
უსაფ.VIII.3. საქართველოსათვის დამახასიათებელი საგანგებო სიტუაციები შეუძლია დაუკავშიროს მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ ზარნაძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamunazarnadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamunazarnadze1@blogspot.com